თბილისის აბრეშუმის მუზეუმის
ისტორია
1887 წელი - მუზეუმის დაარსება
შავროვი ნიკოლოზ ალექსანდრეს (1826
– 1899)
მოსკოვის
სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრი.
ახალგაზრდა
მეცნიერი 1881 წელს სრულიად რუსეთის სამხატვრო-სამრეწველო გამოფენის მზადებასთან
დაკავშირებით მოვლინებულ იქნა ამიერკავკასიაში მეაბრეშუმეობის შესასწავლად და
განსავითარებლად.
მეაბრეშუმეობის ძირითადი ამოცანა იყო:
•მოსახლეობის ჯანსაღი თესლით უზრუველოყოფა
•აბრეშუმის მოვლის გაუმჯობესებული საშუალებების
გავრცელება.
1887 წელს თბილისში დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის
სადგური, რომელსაც სათავეში ედგა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების
კომიტეტის წევრი ნიკოლაი შავროვი. მეაბრეშუმეობის სადგურის ძირითადი ამოცანა იყო მოსახლეობის
ჯანსაღი თესლით უზრუნველყოფა და აბრეშუმის მოვლის გაუმჯობესებული საშუალებების გავრცელება.
ახალგაზრდა მეცნიერი 1881 წელს სრულიად რუსეთის სამხატვრო-სამრეწველო გამოფენის მზადებასთან
დაკავშირებით მოვლინებულ იქნა ამიერკავკასიაში მეაბრეშუმეობის შესასწავლად და განსავითარებლად.
1884 წ. შავროვი მეაბრეშუმეობის
შესასწავლად საზღვარგარეთ მიავლინეს. 1886 წ. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, მან
მინისტრს წარუდგინა თბილისში კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მოწყობის პროექტი.
შავროვის მიერ ევროპული მივლინების განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ისევე,
როგორც მის მიერ ჩამოტანილი მნიშვნელოვანი კოლექციები, დაედო საფუძვლად აბრეშუმის მუზეუმისა
და ბიბლიოთეკის დაარსებას.
კავკასიაში გავრცელებული დაავადების გამო ახალგაზრდა
მეცნიერი ნიკოლაი შავროვი ევროპაში მიავლინეს დარგის და დაავადების შესასწავლად. ნ.
შავროვისთვის სამაგალითო და მისაბაძი აღმოჩნდა ლიონის აბრეშუმის მუზეუმი და ლაბორატორია
და 1887 წელს ევროპიდან დაბრუნებულმა დამეგობრებული კოლეგების მხარდაჭერით და ხელშეწყობით
შექმნა კავკასიის სააბრეშუმო სადგური აბრეშუმის მუზეუმით და ბიბლიოთეკით. სადგურს ჰქონდა:
ლაბორატორია – აბრეშუმის ჭიის, პარკის, ძაფის და ქსოვილის შესაფასებლად; ქიმიური ლაბორატორია
– მეაბრეშუმეობის, თაფლის პროდუქტებისა და ნიადაგის ანალიზისათვის; ზოოლოგიური, ბაქტეოროლოგიური
ლაბორატორია; მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსები; ფოტო-ლაბორატორია, გრენის შესანახი
შენობა-მაცივარი, ჭიის გამოსაკვები შენობა, თუთის საკოლექციო პლანტაცია, საფუტკრე.
1930 წ. მეაბრეშუმეობის სადგურს,
რომლის შემადგენლობაშიც იყო მუზეუმი და ბიბლიოთეკა, ამიერკავკასიის მეაბრეშუმეობისა
და აბრეშუმის წარმოების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 1935 წლიდან თბილისის;
1954 წლიდან საქართველოს მეაბრეშუმეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი დაერქვა;
1969 წლამდე მას ხელმძღვანელობდა ვ.მიხინა;
1970-იანი წლებიდან მუზეუმის ისტორიის მძიმე
პერიოდი იწყება: 1975 წელს ინსტიტუტმა დატოვა მუზეუმის შენობა, რომელიც 1981 წ. დინამოს
სტადიონს გადაეცა;
1986-88 წწ. ქალბატონ ირინე ჭოტორლიშვილის თაოსნობით მუზეუმის გადასარჩენად
დაწყებული ბრძოლა წარმატებით დამთავრდა და მისი მეურვე მეაბრეშუმეობის სამმართველო
გახდა.
1996 წ. შენობა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლად გამოცხადდა. 1998-2005 წ. მუზეუმი და ბიბლიოთეკა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრის, «აბრეშუმის სახლის» დაქვემდებარებაში იყო. 2006 წელს, პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მუზეუმი გახდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია.
დღეს-დღეობით მუზეუმი ცუდ მდგომარეობაშია.. მას რესტავრაცია და მიხედვა სჭირდება... სამწუხაროდ მუზეუმის მოსავლელად არ არის გამოყოფილი სახელმწიფოს
მხრიდან საკმარისი თანხები.
1996 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის სტატუსი. 1998 წლიდან მუზეუმი ევროპის ტექსტილის ქსელის (ETN) მიერ ტექსტილის
მუზეუმების ნუსხაშია შეტანილი.
2006 წლიდან პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე
მუზეუმი იურიდიულად დამოუკიდებელი გახდა და მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სტატუსი.
No comments:
Post a Comment