აბრეშუმის ქიმიური
შემადგენლობა და წარმოების
ტექნოლოგია
ž აბრეშუმის ბოჭკო
ž ფიბრიონი : 75 %
ž ფიბრიონის ნაცარი
: 0.5 %
ž სერიცინი : 22.5 %
ž ცხიმი და ცვილი : 1.5
%
ž მინერალური მარილები
: 0.5 %
ž ფიბრიონი
ფიბრიონი არის აბრეშუმის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება , რომელიც მას სიმტკიცეს , ელასტიურობასა და ელვარებას ანიჭებს. მისი ძირითადი სტრუქტურა შედგება 16 ამინომჟავას მიმდევრობისაგან (Gly-Cep-Gly-Ala-Gly-Ala).
ფიბრიონის ქიმიური სტრუქტურა:
სერიცინი
ž სერიცინი არის აბრეშუმის წებო, ბუნებრივი აბრეშუმის წებოვანი ცილა. დიდი რაოდენობით (40%-მდე) შეიცავს სერინს.
ž აკავშირებს აბრეშუმის მეორე ცილის - ფიბრიონის ძაფებს. სერიცინი იხსნება ცხელ წყალსა და ტუტიან ხსნარებში. სერიცინის ქიმიურია ფორმულაა C30H40N10O16
ž თუთის ფოთლის ქიმიური შემადგენლობა
თუთის ფოთოლი შეიცავს შემდეგ ელემენტებს: წყალბადს H , ნახშირბადს
C, აზოტს N , ჟანგბადს O , გოგირდს S , ფოსფორს P , ქლორს Cl , იოდს I, კალიუმს K , მაგნიუმს Mg , მანგანუმს Mn , სილიციუმს Si , სპილენძს Cu , რკინას Fe , წყალს H₂0 , ცილოვან შენაერთებს
, ნახშირწყლებს , ცხიმებს , უაზოტო ნივთიერებებს , ორგანულ სიმჟავეებს, პიგმენტებს და სხვა (ჯერ კიდევ დაუდგენელ) ქიმიურ შენაერთებს.
ცილოვან შენაერთებს ჭია იყენებს არა მარტო სხეულის ქსოვილების საშენ მასალად , არამედ აბრეშუმის დასაგროვებლადაც. ახლად მოკრეფულ ფოთოლში წყლის რაოდენობა 80%-მდეა , ანუ 10კგ ფოთოლში 8კგ წყალია , 2კგ კი - მშრალი (ორგანული და არაორგანული) ნივთიერებები.
როგორ მზადდება აბრეშუმის პარკი გასაყიდად
პარკების გასაყიდად მოსამზადებლად საჭიროა, ჭუპრი ჩაიკლას პარკში, რომ მისგან პეპელა არ გამოფრინდეს. ამისათვის პარკი მაღალ ტემპერატურაზე უნდა დამუშავდეს. დეფექტიან პარკებს გადაარჩევენ, ხოლო კარგებს ამუშავებენ. პირველ ეტაპზე ხდება პარკების ცხელი წყლით ან ორთქლით დამუშავება, რათა სერიცინით შეწებებული ძაფები დააცალკევონ. შემდეგ იწყება ძაფების მბრუნავი ჯაგრისებით დაცალკევება . სასურველი სისქის ძაფის მისაღებად, ორი ან რამდენიმე პარკიდან ამოხვეულ წვრილ ძაფებს ერთ წვერად ახვევენ. კოჭაზე დახვევისას ძაფი შრება. შემდეგ დაუმუშავებელ აბრეშუმს ისევ ახვევენ, ამჯერად უფრო დიდ კოჭაზე, რათა მიიღონ სასურველი სიგრძისა და მასის ძაფი.
პროცესს, რომლის დროსაც აბრეშუმის ძაფის პარკიდან კოჭაზე დახვევა ხდება, ამოხვევის პროცესი ეწოდება. როგორ დაიწყეს ადამიანებმა აბრეშუმის ამოხვევა? ამის თაობაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს. ერთ–ერთი თქმულების თანახმად, ჩინეთის იმპერატორმა ში ლინგ–შიმ შენიშნა, რომ თუთის ხიდან პარკი ჩაის ჭიქაში ჩაუვარდა. პარკის ამოღებისას მის ხელს ნაზი აბრეშუმის ძაფი ამოჰყვა. ასე ჩაეყარა საფუძველი ძაფის ამოხვევის პროცესს, რომელიც დღეს უკვე მექანიზებულია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი შეღებვაა. აბრეშუმი ადვილად იღებება. ფიბროინის სტრუქტურა ისეთია, რომ საღებავი ღრმად უჯდება ქსოვილს და ხასხასა ფერს ინარჩუნებს. გარდა ამისა, ხელოვნური ბოჭკოსგან განსხვავებით, აბრეშუმი შეიცავს როგორც დადებით, ისე უარყოფით იონებს, რის გამოც ნებისმიერი საღებავით კარგი შედეგი მიიღწევა. შეიძლება როგორც აბრეშუმის ძაფის , ისე მისგან დამზადებული ქსოვილის შეღებვა. ცნობილი საღებავით, იუზენით, კიმონოს შეღებვისას, მისი საუცხოოდ მოხატვა და შეღებვა ქსოვილის დამზადების შემდეგ ხელით ხდება.
ž აბრეშუმის თვისებები
ž სიმაგრე: აბრეშუმის ძაფი ფოლადის ძაფივით მაგარია.
ž ელვარება: აბრეშუმი მარგალიტივით ელვარებს. ეს განპირობებულია ფიბროინის მრავალშრიანი, პრიზმული აგებულებით, რის შედეგადაც ის სინათლეს ირეკლავს.
ž სინაზე: აბრეშუმის აგებულებაში შემავალი ამინომჟავების გამო მისი ქსოვილი კანს სასიამოვნოდ ელამუნება. როგორც ამბობენ, აბრეშუმი ადამიანს კანის სხვადასხვა დაავადებისგან იცავს. აბრეშუმის პუდრს ზოგ კოსმეტიკურ საშუალებაში იყენებენ.
ž სინოტივის
შეწოვა: ბოჭკოებში ამინომჟავებისა და პატარა ცარიელი სივრცეების არსებობის გამო აბრეშუმს სინოტივის შეწოვის უნარი აქვს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც ცხელ ამინდში კანი მშრალი და გრილი რჩება.
ž მაღალი
ტემპერატურისადმი გამძლეობა: აბრეშუმი ადვილად არ აალდება და მისი წვის შემთხვევაში ტოქსიკური გაზი არ გამოიყოფა.
ž დამცავი: აბრეშუმი შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს და ამგვარად იცავს კანს.
ž არ იმუხტება: ვინაიდან აბრეშუმი შეიცავს როგორც დადებით, ისე უარყოფით იონებს და სინოტივეს იწოვს, იგი სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, არ ელექტროვდება.
აბრეშუმის ქსოვილი
ž აბრეშუმის ქსოვილი ისეთი გლუვი და რბილია, რომ ადამიანს სიამოვნებს მისი შეხება. რა განაპირობებს მის ასეთ თავისებურებას? ერთ–ერთი ფაქტორი არის ფიბროინის გარსის ზედა ფენაზე არსებული სერიცინის მოშორება. აბრეშუმი, რომელსაც სერიცინი არა აქვს მოშორებული უხეშია და მისი შეღებვა რთულია. შიფონის ქსოვილი შედარებით ხორკლიანია იმის გამო, რომ იგი გარკვეულწილად შეიცავს სერიცინს.
ž მეორე ფაქტორი ის არის, თუ როგორი გრეხით არის ქსოვილი მიღებული. იაპონური ჰაბუტაეს ქსოვილი რბილი და გლუვია. ამის მიზეზი ის არის, რომ ის დაბალი შეგრეხით არის მიღებული. კრეპი კი ნაოჭებიანი ქსოვილია. მის საწარმოებლად მაღალ გრეხას მიმართავენ.
No comments:
Post a Comment