აბრეშუმის გზა

გზის დასაწყისი
ძვ.წ. VI ს-ში მსოფლიო ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ჯერ კიდევ ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონელმა ვაჭრება უკვე იცოდნენ, რომ არსებობდა მრავალი ქვეყანა, დაწყებული პირინეის ნახევარკუნძულიდან ტიან-შანის სამხრეთ მცხოვრებმა ტომებამდე. ეს გარემოება გამოწვეული იყო კაცობრიობის იმ დონეზე გამრავლებით, რომ ტომები უშუალოდ დაუმეზობლდნენ ერთმანეთს.
აბრეშუმის დიდი გზა
სახელმწიფოთა შორის აბრეშუმით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ.წ II საუკუნეში. სავაჭრო-საქარავნო გზა ჩინეთს აკავშირებდა ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებთან, რომელიც მე-19 ს-ში გერმანელმა გეოგრაფმა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენმა ,, აბრეშუმის დიდი გზა” უწოდა. ეს იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კულტურული ურთიერთობის გზა.
სავაჭრო-საქარავნო გზა
 ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა იწყებოდა სიანში, ქ. დუნჰუანიდან ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისკენ. ორივე გზა-პირველი ლობრონის ტბის ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე - ამავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანის და იარქენდის გავლით ქ. კაშგარში იყრიდა თავს. ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვის გავლით ამიერკავკასიას, საქართველოს უკავშირდებოდა, ფაზისიდან შავი ზღვით ბიზანტიასა და რომს აღწევდა...
ბრძოლა გზისთვის
ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა ომი მიმდინარეობდა
აბრეშუმის გზის ხელში ჩასაგდებად.  ამ გზას სხვადასხვა დროს
აკონტროლებდნენ:
ძვ.წ III ს.- პართია და სასანიდური ირანი;
I ს- რომის იმპერია;
V ს.-ბიზანტია;
VII ს.- არაბები;
XI ს.- თურქ-სელჯუკები;
XIII ს.- მონღოლები;
XIV ს.- ოსმალები;
XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით, აბრეშუმის დიდმა გზამ მნიშვნელობა დაკარგა.
აბრეშუმი გზის მნიშვნელობა
საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზა შორეულ აღმოსავლეთს, ახლო აღმოსავლეთს და ევროპას ერთმანეთთან ფართო სახმელეთო და საზღვაო მარშრუტებით აკავშირებდა. ქალაქები მნიშვნელოვან ადგილებზე შენდებოდა, რაც ვაჭრებს მოგზაურობაში და სხვადასხვა საქონლით (ქსოვილებით და ძვირფასი ქვებით დაწყებული და სუნამოებით და წამლებით დამთავრებული) ვაჭრობაში ეხმარებოდა. ევროპაში და განსაკუთრებით აზიაში ქალაქები აბრეშუმის გზის ფარგლებში ვითარდებოდა და ისინი კონტინენტებს შორის ვაჭრობას უწყობდნენ ხელს. მოგვიანებით ქალაქები უკვე საბჭოთა დაგეგმარების პროდუქტებად იქცა, რადგან ამ დაგეგმარების ფარგლებში ქალაქის ადგილმდებარეობა ეფუძნებოდა სატრანსპორტო საჭიროებებს, რეგიონებს შორის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზანს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ზოგიერთ შემთხვევაში ცარიელი ტერიტორიის კოლონიზაციის საჭიროებას.

და განა რა ღირდა აბრეშუმი?

ძველ რომში 1 კგ. აბრეშუმის ფასი 1კგ. ოქრის ფასს უდრიდა!


რა თვისებების გამოა აბრეშუმი ასეთი მნიშვნელოვანი?




  • ·        სიმტკიცე: აბრეშუმის ძაფი ფოლადის ძაფს უტოლდება გამძლეობით;
  • ·        ელვარება: აბრეშუმი მარგალიტივით მბზინვარეა და სინათლეს ირეკლავს.
  • ·        სინაზე: ქსოვილი კანს სასიამოვნოდ ელამუნება და როგორც ამბობენ, სახვადასხვა დაავადებისაგან იცავს. აბრეშუმის პუდრს იყენებენ კოსმეტიკაში;
  • ·        სინოტივის შეწოვა: აბრეშუმი იწოვს ტენს და კანს აძლევს სუნთქვის საშუალებას, ამიტომ ცხელ ამინდშიც კანი მშრალი რჩება;
  • ·        დამცავი: ირეკლავს ულტრაიისფერ სხივებს და იცავს კანს;
  • ·         არ იმუხტება: შეიცავს როგორც დადებით, ისე უარყფით იონებს და არ ელექტროვდება, არ ეტმასნება ტანზე.







აბრეშუმის გზა საქართველოში

აღმოსავლეთსია და დასავლეთის გზაგასაყარზე არსებული ქვეყანა, საქართველო, შავი ზღვის ნაპირებს, კავკასიონსა და მცირე აზიის ნ/კ შორის მდებარეობს და უხსოვარი დროიდან უძველესი სავაჭრო გზების გადაკვეთის ადგილს წარმოადგენდა, რომელზეც უკიდურესი აღმოსავლეთიდან მომავალი ტვირთები მიედინებოდა. იგი პრეისტორიული ხანიდანვე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. საქართველო, როგორც ოქროს, ბრინჯაოს, ღვინისა და სელისგან დამზადებული ქსოვილის მწარმოებელი ქვეყანა, უკვე ქრ. შობამდე I ათასწლეულში იყო ცნობილი. ხსენებული ნაწარმის მეზობელ ქვეყნებში გატანით იქმნება პირველი სავაჭრო გზები, რომლებიც მოგვიანებით აბრეშუმის გზას უერთდება-მიგრანტებისა და ვაჭრების ქარავნებით დატვირთულ დიდ გზას, რომელიც ევროპის ქვეყნებს შუა აზიასთან, მონგოლეთთან და ჩინეთთან აკავშირებდა.


ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი 
(ძვ.. I - ახ.. I ) 

,,ფაზისზე აღმა ცურვა შორაპნამდე შეიძლება. (...) შორაპანიდან ფეხით, საურმე გზით 4 დღეში მიისვლება მტკვრამდე. ფაზისზე მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოლხთა სავაჭრო ადგილი, გარშემორტყმული მდინარით, ტბითა და ზღვით. აქედან ამისომდე და სინოპამდე 8 ან 9 დღის სამგზავროა...


    





ყოველთვის, როცა ბრძოლა მიმდინარეობდა აბრეშუმის გზის ხელში ჩასაგდებად, საქართველო, ნებით თუ უნებლიედ, ყოველთვის მონაწილეობდა და ხშირად ჩვენი ქვეყანა  ბრძოლის ველად იქცეოდა


,,ვინც ფლობდა თბილისს, ის ფლობდა კავკასიას და ვინც კავკასიას ფლობდა, მას ის კარიბჭეც ეკუთვნოდა, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეერთება ჰქვია. სწორედ იმის გამო, რომ საქართველო ამ გზაზე მდებარეობს, ფაქტობრივად, კარიბჭეს ფლობს. კავკასიის კარიბჭე საქართველოზე გადის. ამდენად, ამას მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა და ახლაც გააჩნია.” - (მერაბ ძნელაძე -არქეოლოგი) 


ახალი გზების ძიება







ბიზანიის დაცემის შემდეგ (XVს), როცა ოსმალებმა შავი ზღვა ჩაკეტეს, აბრეშუმის გზამ საქართველოს გვერდი აუარა...

1714 წელს ვახტანგ VI-ს თხოვნით სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთში მიემგზავრება არა მოწყალების სათხოვნელად, არამედ პროექტით, რომელიც საფრანგეთისთვის არანაკლებ სასარგებლო უნდა იყოს, ვიდრე საქართველოსთვის:



,,... სულხან-საბამ საფრანგეთში თავისი მოგზაურობა მხოლოდ საკუთარი გულისწადილით წამოიწყო. ჩვენ მაინც გვგონია, რომ მის წინადადებასა და ზრახვებს და ყველაფერს იმას, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს, ადგილი უნდა დაეთმოს ერთ-ერთ უდიდეს პროექტში, რომელიც შეიძლებოდა შედგენილიყო თანამედროვე ვითარებაში, იმისათვის, რომ გავრცელებულიყო რომის კათოლიკური სარწმუნოება... ეს დაეხმარებოდა უბედურებაში ჩავარდნილ მთავრებს, გაეძლიერებინათ მეფე ლუი XIV-ის ქვეშევრდომთა ვაჭრობა, ძირს დაეცათ ჰოლანდიელთა ვაჭრობა და ამით მათი ძლიერება შეემცირებინათ, გაეწიათ მათთვის კონკურენცია ინდოეთში, საიდანაც გამოაქვთ მთელი სიმდიდრე, მოწიწებაში ჰყოლოდათ პორტუგალიელები, აეძულებინათ იქ ინგლისელები, რომ შიში ჰქონდათ და პატივი ეცათ ჩვენთვის და ასევე ჰყოლოდათ თურქები და სპარსელები ერთგვარ დამოკიდებულებაში...  ერთადერთმა მიზანმა მოიყვანა იგი საფრანგეთში  - გამოთხოვს მისიონერები... ის ამბობს, საქართველოს მეფეს, ვახტანგს, ყველაზე მეტად ის სურს, რომ მაგალითი მისცეს თავის ქვეშევრდომებს. გარდა ამისა, ეს მეფე თავისი მეუღლის მხრიდან ენათესავება სამ მთავარს - დედოფლის, ძმებს რომლებიც ჩერქეზეთს მართავენ. მარტივი იქნებოდა შემდგომში ყველა იმ ხალხის ჩვენ სარწმუნოებაზე მოქცევა, რომლებიც კავკასიის ქედის მთელი უკანა მხარე უკავიათ...
        ახლა რაც შეეხება სხვა გეგმებს, რომლებიც შეიძლება გვქონდეს საქართველოს მიმართ. მე მგონია, რომ სულხან-საბას მიზნად აქვს ვაჭრობის შესახებ სხვა წინადადების შემოთავაზება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოზე გატარდეს აბრეშუმი, რომელსაც გილანისა და შემახიის პროვინციებში აწარმოებენ. ისინი აბრეშუმის ერთადერთი მწარმოებლები არიან სპარსეთში... მე დავავალე მას, შეედგინა რუკა, რომელიც ამას წინათ გამოგიგზავნეთ. მართლაც, ამ რუკიდან და ახსნა-განმარტებებიდანაც, რომლებიც ამის შესახებ მივიღე, გავიგე, რომ სომხები იძულებულნი არიან,  რომ ხმელეთით იარონ თურქეთის გავლით შავ ზღვაზე, რათა ქარავნებით მიიტანონ აბრეშუმის სპარსეთის ამ ორი პროვინციიდან სმირნამდე, სადაც ის თითქმის მთლიანად იყიდება. საქართველოს გავლით გზა სამი მეოთხედით შემცირდებოდა... სულხან-საბა ამბობს, ვახტანგი თვითონ წამოიწყებდა ამ ვაჭრობას და ჩაიტანდა აბრეშუმს კონსტანტინეპოლში, თუ კი შეძლებდა თავისი სამფლობელოების დაბრუნებასო. მისი თქმით, ძნელი არ იქნებოდა თუ საფრანგეთის მეფე მოწყალებას მოიღებდა და დაადასტურებდა, რომ დაინტერესებულია საქართველოს მეფით... ადვილად შეიძლებოდა შაჰისთვის იმის ახსნა, რომ ის თვითონ იქნებოდა დაინტერესებული ამ საქმით, რომ უფრო მეტი აბრეშუმი გაეასღებინა... სულხან-საბა ფიქრობს, რომ საფრანგეთის მეფის მხრიდან ამგვარი სამსახური მისთვისვე იქნება სასარგებლო.

       ყველა საფუძველი გვაქვს, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ პროექტს წარმატება ექნებოდა...  გარდა ამისა, ჰოლანდიელთა მრეწველობა თუ არ ჩავარდებოდა, მკვეთრად მაინც შემცირდებოდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა წარმოებას საფრანგეთში  და ისინი თვითონ გახდებოდნენ იძლებულნი, რომ ჰოლანდიაში აბრეშუმი მარსელიდან მიეღოთ ტრანზიტით, რაც მოგებას მოუტანდა საფრანგეთის მეფის ქვეშევრდომებს. ამას შეიძლება დაემატოს ვაჭრობა ცვილით, მატყლით, ტყვიით ან ენდროს ფესვით, რომელიც წითელ საღებავს იძლევა და ის, როგორც ამბობენ, უხვად მოიპოვება საქართველოს ბაზრებზე, სადაც საფრანგეთისათვის ასევე ხელსაყრელი იქნებოდა, გაესაღებინა თავისი მაუდის ნაწილი სხვა საქონელთან ერთად.”















    
...მაგრამ მეფეს საქართველოსთვის არ ეცალა...















რუსეთის საზღვრებში
(XIX-XX სს)
აბრეშუმის გზა არც იმპერიის და არც სსრკ-ის შემადგენლობაში ყოფნისას საქართველოსთვის აღარ არსებობდა


დ ღ ე ს
დღეს მსოფლიო ვაჭრობის მთავარი საგანი ნავთობია, დახედეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს და ნახავთ, რომ განხორციელდა სულხან-საბას პროექტი მოდერნიზებული ფორმით, ახალი პროდუქტით და ახალი გამოწვევებით:



No comments:

Post a Comment