აბრეშუმი საქართველოში

რა არის აბრეშუმი?
აბრეშუმი  ბუნებრივი საფეიქრო ბოჭკო. აბრეშუმის მთლიანი მასა წარმოიქმნება აბრეშუმის ჭიის სანაფე ჯირკვლებში, საიდანაც გამოიყოფა ორი უწყვეტი ელემენტარული ძაფის სახით.
თვისებები: 
  • მაგარი,
  • ჭიმვადი,
  • ჰიგროსკოპიული,
  • ჰაერგამტარი,
  • კარგი ელექტროიზოლატორი...

გამოყენება: 
  •  მედიცინა,
  •   საიზოლაციო მასალა,
  •   მაღალი ხარისხის საცრის დასამზა-დებელი მასალა,
  •  თავდაცვითი,
  •   სამრეწველო და სხვა...
საიდან და როგორ ჩნდება აბრეშუმი?

აბრეშუმის ჭია ზრდის დასრულებამდე 4-ჯერ იცვლის კანს, აქვს 5 ასაკი. გამოჩეკიდან ზრდის დასრულებამდე წონაში 10000-ჯერ მატულობს, სიგრძეში - 20-ჯერ (4 მმ-იდან 80 მმ-მდე). თუთის აბრეშუმხვევიას განვითარების ციკლში მხოლოდ აბრეშუმის ჭია ღებულობს საკვებს.
ლარვის ფაზა 28-35 დღეს გრძელდება. ამ ვადის შემცირება შეიძლება კვებისა და ტემპერატურის საგანგებო რეჟიმის შექმნით.
 










ლეგენდები აბრეშუმის შესახებ
    ჩინურ მითოლოგიაში აბრეშუმის ძაფის  და ჭიის ჯადოსნური ცხოვრების აღმოჩენის მრავალი ლეგენდა არსებობს... ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ძვ.წ. III ათასწლეულში მოღვაწე ღვთაების ჰუან დის მეუღლე ლეი სუ (ან - სი ლინ დი) თუთის ხის ქვეშ იჯდა და ჩაის მიირთმევდა, როდესაც ფინჯანში ხიდან ჩამოვარდნილი აბრეშუმის პარკი ჩაუვარდა. ცხელი ჩაიდან ამოღებისას პარკი ძაფად დაიშალა, შიგნით კი ჭუპრი დახვდა...


აბრეშუმი საქართველოში

სწორედ მეხუთე საუკუნეში შემოიტანა ვახტანგ გორგასალმა საქართველოში ეს კულტურა ინდოეთიდან, როცა ის შაჰ პეროზს ახლდა ლაშქრობაში.

სიტყვა აბრეშუმი  სპარსულიდანაა შემოსული.
 აბრეშუმის ქსოვილი, ხელსაქმე და აბრეშუმის ჭიის მოვლაც უკვე სცოდნიათ V საუკუნის საქართველოში... 
          აბრეშუმი  მოხსენიებულია სხვადასხვა   ქართულ ლიტერატურულ წყაროებში.  
აბრეშუმი - ძველქართულად - ჭიჭნაუხტი, ქართულ ენაში V  საუკუნიდან დამკვიდრდა. 
იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამებაში”  (475 – 483წ)  ვკითხულობთ: ,, ... წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა... ხელთა აღიხვნა დავითნი... “ .
          



რაც შეეხება თუთას:

           საბა - სულხანის განმარტებით : „ თუთა ესეა ჟოლა, რომელსა სომხურად ტუტა ეწოდება, რამეთუ ლათინურად სიკომოროს, ანუ ეგვიპტურ ლეღვადაც ხმობენ.“
         „ ესე ეუბნება - თქო, უფალი ღმერთი იერუსალიმს ...  ოქროთი და ვერცხლით მოგრთე, ზეზი, ჭიჭნაული და ნაქარგი სამოსელი გეცვა.“ 


აბრეშუმის ქსოვილი
აბრეშუმის ქსოვილი დიდი ხნის განმავლობაში ფუფუნების საგანი იყო. აბრეშუმის ჭიის მოვლა და მასთან დაკავშირებული ცოდნა-განათლება მხოლოდ მაღალი საზოგადოებისათვის იყო ცნობილი, დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფო საიდუმლებასაც წარმოადგენდა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი გამტანი სიკვდილით ისჯდებოდა,, თუმცა აბრეშუმი, მეაბრეშუმეობა და აბრეშუმის მრეწველობა მაინც გავრცელდა ჩინეთიდან კორეაში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, იაპონიაში, მონღოლეთში, ირანში, თურქმენეთში, საქართველოში...
  სახელმწიფოთა შორის აბრეშუმით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ.წ. II.


ნიკოლაი შავროვის წვლილი საქართველოში

            საქართვერლოში აბრეშუმის წარმოება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხან უკეთესად ვითარდებოდა, ხან პირიქით, სხვადახვა მიზეზით,განადგურების ზღვარზე იყო. აბრეშუმხვევიას ჭიის დაავადების გამო XIX ს-ის 60-იან წლებში დარგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. კავკასიაში გავრცელებული დაავადების გამოა ხალგაზრდა მეცნიერი ნიკოლაი შავროვი ევროპაში მიავლინეს  დარგის  და დაავადების შესასწავლად.
ნ. შავროვისთვის სამაგალითო და მისაბაძი აღმოჩნდა ლიონის აბრეშუმის მუზეუმი და ლაბორატორია და 1887 წელს ევროპიდან დაბრუნებულმა დამეგობრებული კოლეგების მხარდაჩერით და ხელშეწყობით  შექმნა კავკასიის სააბრეშუმო სადგური აბრეშუმის მუზეუმით.

             სააბრეშუმო სადგური მრავალ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა კავკასიაშიც და ევროპაშიც, ჯილდოც ბევრი აქვს დამსახურებულად მიღებული.

  






No comments:

Post a Comment