Tuesday, June 18, 2013

პრობლემა
v  რამდენადაც საქართველოში მეაბრეშუმეობა პრაქტიკულად დავიწყებას მიეცა, თანამედროვე ქართველ ბავშვებს წარმოდგენა არ აქვთ როგორ და რა გზით მიიღება ეს ძვირფასი  ქსოვილი.
vრა რაოდენობისა და ხარისხის შრომაა საჭირო აბრეშუმის მისაღებად და რატომ ღირდა რომში 1 კგ. აბრეშუმი 1 კგ. ოქრო.

პროექტის მიზანი
v  პროექტის მიზანია მოსწავლეებმა კეთებითა და კვლევით ისწავლონ აბრეშუმის მიღების გზები;
v  პასუხი გასცენ გაკვეთილებზე წამოჭრილ მათთვის საინტერესო კითხვებს:   რა წარმოშობის ბოჭკოა აბრეშუმი? რატომ იყო სელჯუკთა მიერ ვაზისა და თუთის ხეების განადგურება საქართველოსთვის დამღუპველი?  როდის გაიცნო საქართველომ ეს კულტურა? და სხვ...
v  დაადგინონ აბრეშუმის მწარმოებელი ქვეყნები დღეს, ნატურალური აბრეშუმის  ფასები, ხელოვნური ბოჭკოს მიღება და წარმოება.
v  მომავალ თაობაში იქნებ გაჩნდეს ამ დარგის აღორძინების სურვილი.
პროექტის ამოცანები
      ვიზიტი აბრშუმის მუზეუმში;
      დასამუშავებელი თემების დადგენა და განაწილება მოსწავლეთა შორის სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით;
      უბანში თუთის ხეების მოძებნა და აღწერა;
      ჭიის გამოზრდის წესების თეორიული შესწავლა სპეციალური 
პროექტის განხორციელების გზები
  •   ვიზიტი აბრეშუმის მუზეუმში;
  • ვიზიტი თსუ ქიმიის, ბიოლოგიის (შეიძლება სხვაც) კათედრებზე;
  •  ბლოგის შექმნა და მასზე პროექტის მომდინარეობის ასახვა;
  • პროექტის ფოტოვერსიების შექმნა (სტენდი, გამოფენა, slide Show);
  •  ჭიის გამოსაზრდელად ოპტიმალური პირობების ოთახის შერჩევა;
  • სტელაჟის დამზადება;
  • ქაღალდის, ბადის, ცახების მომარაგება-მომზადება;
  •       ჭიის მოვლისა და გამოკვებისთვის  საჭირო ფართისა და ავეჯის მოწყობა-დამზადება;
  •       გრენას შეძენა და პარკის დამზადება;
  •       ჭიის განვითარების ყველა ეტაპზე საჩვენებელი მასალების დამზადება (ფოტო- ვიდეო მასალა, ჰერბარიუმი და სხვ.)
  •       პროექტის განმავლობაში თეორიული კვლევების წარმართვა და საკონფერენციო თემების მომზადება სპეციალისტების დახმარებით;
  •       პროექტის პრეზენტაცია.

მუშაობა თემებზე:
1.      აბრეშუმის ისტორია და მისი პროდუქტები;
2.      აბრეშუმი საქართველოში;
3.      თუთის კულტურა საქართველოში;
4.      აბრეშუმის მუზეუმი - უნიკალური მუზეუმი ამიერკავკასიაში;
5.      მოშინაურებული მწერი;
6.      აბრეშუმის გზა უწინ და ახლა;
პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსები
v  ოთახი;
v  მაგიდები, სტელაჟი, ქაღალდი, თოკი (ბადე);
v  ფოტოაპარატი, ვიდეოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი;
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
v  მოსწავლეები საკუთარი ხელით მიიღებენ აბრეშუმს;
v  მოამზადებენ თეორიულ კონფერენციას „ყველაფერი აბრეშუმის შესახებ“;
v  შექმნიან და გამართავენ ბლოგს „თუთა და აბრეშუმი“;
v  შექმნიან აბრეშუმის დამზადების ამსახველ slide Show-ს;

v  გამოუშვებენ კედლის გაზეთს, სადაც აისახება მათი შრომა და შრომის შედეგები.


N
ამოცანა
ვადები
პასუხისმგებელი პირი
1
მუშა ჯგუფის შექმნა
20 .03
. პიტიურიშვილი
2
ვიზიტი აბრეშუმის მუზეუმში
21.03
VII-IX  კლასის მოსწავლეები
3
თემების განაწილება და კონსულტაციები
21.03 – 20.04
მ. პიტიურიშვილი, ი. ქერეჭაშვილი, ქ. მახარაშვილი
4
ოთახის მომზადება
29-30 მარტი
VII-IX   კლასის მოსწავლეები
5
ავეჯის მოწყობა
1- 5. 04
VII-IX   კლასის მოსწავლეები
6
ბლოგის შექმნა და მართვა
29.03 დან ...
მ. პიტიურიშვილი, გ.კაპანაძე, ზ. მიმინოშვილი
7
აბრეშუმის ჭიის მოვლა
თუთის ხეების გაფოთვლიდან პარკის მიღებამდე.დაახლ. 1-7 ივლისი
VII-IX   კლასის მოსწავლეები
8
თეორიული კონფერენცია
1 – 3. 05
მ. პიტიურიშვილი, ი. ქერეჭაშვილი, ქ. მახარაშვილი
9
პრეზენტაცია
დაახლ. 1-7 ივლისი
მ. პიტიურიშვილი






























ამოცანის შესრულებაზე ძირითადი პასუხისმგებელი პირი
მარინე პიტიურიშვილი